აკვნის ნანა
იმერხევის საველე მასალაში დადასტურებული ქართულენოვანი აკვნის ნანა.
ქორწილი და რიტუალი
მოკლე სატრფიალო ტექსტი საზგირელადან დანახულ საყვარელზე.
შიოშვილი ამ ოთხსტრიქონედით იწყებს საქორწილო ტექსტებს. შენიშვნებში მთქმელად დასახელებულია ბაზგირეთელი ოსმან-ადნან იშიქი (მჭედლიძე); ჩაიწერა თინა შიოშვილმა 2005 წლის 24 ივლისს. წიგნში ვარიანტებიცაა; აქ ძირითადი ტექსტია წარმოდგენილი.
ეს ჩანაწერი წერილობით წყაროს აღწერს. შესაბამისი მოსასმენი ჩანაწერი ჯერ არ არის მიბმული.
ქართული ტექსტი გადმოტანილია მითითებული გამოცემიდან; დიალექტური ფორმები შენარჩუნებულია. ინგლისური და თურქული თარგმანები ჯერ არ დამატებულა.
ქვემოთ ქართული ტექსტია; პარალელური თარგმანისთვის ზემოთ აირჩიეთ ინგლისური ან თურქული.
საათი მევბი კლავზე,
აველ საზგირელაზე.
იქიდან გადმოგხედე,
გამოგარჩიე კარზე.